ჩიჩუა: მკერდის კიბოს აქვს რამდენიმე სიმპტომი, რასაც ყველა ქალმა უნდა მიაქციოს ყურადღება

გამოწერა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქირურგი-ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა საუბრობს, რა სიმპტომები აქვს მკერდის კიბოს.
ჩიჩუა: მკერდის კიბოს აქვს რამდენიმე სიმპტომი, რასაც ყველა ქალმა უნდა მიაქციოს ყურადღება

„არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რასაც ყველა ქალმა უნდა მიაქციოს ყურადღება. ესენია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის ეროზიები, ანუ ზედაპირული ცვლილებები, სიწითლე და სიმხურვალე, რაც ანთებითი პროცესის მანიშნებელია. ასევე გამონადენი დვრილიდან, რომელიც შესაძლოა იყოს სისხლიანი ან უფერული. სისხლჩაქცევები, ძუძუს თავის ჩავარდნა, ასევე ნებისმიერი სიმაგრე, იღლიის შეშუპება“, – ამბობს სპეციალისტი.

გიორგი ჩიჩუას განცხადებით, ადრეულ სტადიაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ თუნდაც ერთი სიმპტომის არსებობის შემთხვევაშიც კი უნდა მიმართოთ ექიმს.

 

ყველა ახალი ამბავი
0