მერაბიშვილი: ვიბრძოლებ, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთიანი იყოს

© photo: Vano Merabishvili / FBვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ტელეკომპანია Rustavi2-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობის“ დაშლაზე საუბრობს.
მერაბიშვილი: ვიბრძოლებ, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთიანი იყოს

„სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისე ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა  და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს საერთო მიზნის მისაღწევად“, -ამბობს ვანო მერაბიშვილი.

ექს-პრემიერის თქმით, ორივე პოლიტიკური ძალა მეგობრად მიაჩნია,  ორივეს საერთო ფასეულობები გააჩნია და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერს გააკეთებს, რომ  ეს პარტიები გააერთიანოს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0