პაპუაშვილი: გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი და ზოგიერთი გაღიმებული დარჩება

ზაზა პაპუაშვილი
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე და მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე საუბრობს.
პაპუაშვილი: გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი და ზოგიერთი გაღიმებული დარჩება

 „როგორც ადამიანმა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ არ ავყვეთ ამ ისტერიკას და წარმოუდგენელ კომენტარებს. გარკვეული სტანდარტები არსებობს პოლიტიკოსების საუბრებში და როდესაც სალომე ამ სტანდარტებს არღვევს, ეს სხვანაირად აღიქმება“, – ამბობს ზაზა პაპუაშვილი.

დეპუტატის თქმით, საქართველოში ყველა არჩევნები წყევლა-გინების, ლანძღვის, ჭორიკნობის ფონზე მიმდინარეობს. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ზოგიერთი გაღიმებული დარჩება და ცხოვრება გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0