ძიძიგური: რა კულტივაცია ხალხო, კარტოფილია?!
„არავითარ შემთხევაში არ დავუშვებთ და ჩვენი მხრიდან ვიქნებით წინააღმდეგი მუდმივად ყველანაირი ტიპის კულტივაციის და შემდეგ რაღაც ბიზნესის წამოწყების, ლიცენზიების გაცემის და ა.შ. რაც შეეხება თვითონ უმრავლესობას, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს. სანამ კონსენსუსი არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს კანონი მიღებული ვერ იქნება“, – ამბობს ზვიად ძიძიგური.
დეპუტატის განცხადებით, იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტს და მის ირგვლივ არსებულ გარკვეული ტიპის მოსაზრებებს არ ეთანხმება.