გაგოშიძე: კომპიუტერის გამოყენება ორ წლამდე ასაკის ბავშვებში არის დამღუპველი

© photo: 59 Seconds / FBთამარ გაგოშიძე
თამარ გაგოშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს, რატომ უნდა მოვარიდოთ მცირეწლოვანი ბავშვი კომპიუტერს.
გაგოშიძე: კომპიუტერის გამოყენება ორ წლამდე ასაკის ბავშვებში არის დამღუპველია

„ბევრი თვლის, რომ მე ვარ მტერი კომპიუტერული ტექნიკის. ეს ასე არ არის. უბრალოდ ორ წლამდე ასაკის ბავშვებში კომპიუტერის და ტელევიზორის გამოყენება არის დამღუპველი. რატომ არის ბავშვებში ასე გავრცელებული დიაბეტი? იმიტომ, რომ არ მოძრაობს ბავშვი, იმიტომ, რომ ჰაერზე ვერ გაგყავს. როცა ბავშვი კომპიუტერსაა მიჯაჭვული შეიძლება შეიქმნას მოტორული პრობლემები, რადგან არ აქვს მოძრაობის საშუალება და ექსპანსიას ვერ აკეთებს.  და ყველაზე მნიშვნელოვანი, მეტყველების პრობლემა. როცა კომპიუტერთანაა დამლაპარაკებელი არავინ არ ყავს“, ამბობს გაგოშიძე.

გაგოშიძის განცხადებით, იაპონიაში ჩაატარეს ექსპერიმენტი. ბავშვს ესმოდა მხოლოდ დედის ლაპარაკი,  მეორე შემთხვევაში, მხოლოდ კომპიუტერიდან ესმოდა საუბარი. როგორც დადგინდა, მშობლის და ძიძის ცოცხალი საუბარი ბევრად უფრო მეტ სტიმულს აძლევს ბავშვის მეტყველების განვითარებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0