სერგეენკო: ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
განახლებული გუნდის შემადგენლობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა პირველი სიტყვის თქმის უფლება პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სერგეენკომ.
სერგეენკო: „ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა“

„ჩემ სურვილს რაც შეეხება, ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012 წელს, ასევე 2018-ში", – განუცხადა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირებული დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს მისი მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი შეცვლის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს — მისი მოადგილე დავით ზალკალიანი, ხოლო ფინანსთა მინისტრის პოსტს, რომელსაც მანამდე მამუკა ბახტაძე იკავებდა, მისი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს. ყველა დანარჩენი მინისტრი ამ ეტაპზე პოსტს შეინარჩუნებს.

ყველა ახალი ამბავი
0