ბლესი: ცოლებზე ძალადობენ ის მამაკაცები, რომლებსაც ბავშვობაში ჰყავდათ ძალიან მკაცრი დედა

გამოწერა
ფსიქოლოგი ინგა ბლესსი საუბრობს იმაზე, რატომ ძალადობენ მამაკაცები ქალებზე და უმეტეს შემთხვევაში რა არის ამის მიზეზი.
ბლესსი: ცოლებზე ძალადობენ ის მამაკაცები, რომლებსაც ბავშვობაში ჰყავდათ ძალიან მკაცრი დედა

„როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ცოლებზე ძალადობენ ის მამაკაცები, რომლებსაც ბავშვობაში ჰყავდათ ძალიან მკაცრი დედა, იზრდებოდნენ ძალიან მკაცრად, დედა სჯიდა ფიზიკურად, იყვნენ სტრესში. ქალებზე აგრესია სწორედ ამ დროს გროვდება. ბიჭუნა პატარაა, დედას ვერაფერს დაუშავებს, შემდეგ ეს გადაიღვრება და აღმოცენდება ხოლმე ცოლთან ურთიერთობაში“, — ამბობს ბლესი.

ფსიქოლოგის განცხადებით, როდესაც ქალი პირველივე მცდელობაზე შესაბამის რეაქციას გამოავლენს, ეს ძალადობა პირველი მცდელობის შემდეგ შეწყდება. მამაკაცი თუ თავისი ბუნებით მოძალადეა, მაგრამ მიხვდა, რომ თავის შინაგან აგრესიას ამ ქალზე ვერ განახორციელებს, არ ექნება ამის საშუალება, თუ მასში ძალადობის იმპულსი ძალიან დიდი არ არის, ამ შემთხვევაში ის ნორმალურად გააგრძელებს მოქცევას.

ყველა ახალი ამბავი
0