17:39 14 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0308
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6642
რადიო
© photo: Sputnik / Konstantin Chalabov

„გადაიღე საქართველოში“ ქვეყანას 26 მილიონ ლარზე მეტს მოუტანს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
20 0 0

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსული 15 განაცხადიდან 9 ფილმზე გადაღებები უკვე დასრულდა, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

„ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს გეგმა გაწერილი, რომელი ბაზრები უნდა მოვიცვათ და რომელი არის ჩვენთვის საინტერესო“, – განუცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მენეჯერმა თათია ბიძინაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, შემოსული პროექტებიდან ექვსი ინდური მხატვრული ფილმია, ერთი ქართულ-იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ერთი ქართულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ბრიტანული, ერთი ქართულ-ირლანდიური, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ამერიკული, ერთი ქართულ-თურქული და ერთიც ქართულ-ჩინური. ამ პროექტების განხორციელების შედეგად კი საქართველოში ჯამურად 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მთავარი თემები