რატომ გადაუხადა ფინანსთა მინისტრმა მადლობა მებაჟეებს

© FB / Mamuka Bakhtadzeსაქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იმ მებაჟე ოფიცრებს შეხვდა, რომლებმაც წლის დასაწყისიდან ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის არაერთი ფაქტი აღკვეთეს.
რატომ გადაუხადა ფინანსთა მინიტრმა მადლობა მებაჟეებს

„ჩვენმა მებაჟე ოფიცრებმა ერთ-ერთ საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. ეს ნათლად მიუთითებს, ერთი მხრივ, იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოს აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, იმ პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ სტანდარტზე, რომელიც არის ჩვენ უწყებებში“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის მებაჟე ოფიცრებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მადლობის სიგელები გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0