ასათიანი: შემეშინდა, დავიწყე ისტერიული კივილი და ლიფტის კარებზე ბრახუნი

© FB/ Maya Asatianiმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი მაია ასათიანი, იხსენებს ბავშვობაში განცდილ ყველაზე დიდ შიშს და შოკს.
ასათიანი: შემეშინდა, დავიწყე ისტერიული კივილი და ლიფტის კარებზე ბრახუნი

— „დაახლოებით ათი წლის ვიყავი. საკოლიდან ვბრუნდებოდი, უკვე ბნელოდა. ლიფტში უცნობი მამაკაცი შემომყვა. კარები, რომ დაიკეტა მამაკაცი ზურგით მიეყრდნო კედელს სადაც ღილაკები იყო და დამიწყო ლაპარაკი, დამისვა შეკითხვები. შედეგ ჩემთვის უცნაური მოქმედებები დაიწყო ხელებით. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, დავიწყე ისტერიული კივილი და ლიფტის კარებზე ბრახუნი“, — განაცხადა ასათიანმა.

ჟურნალისტის თქმით, ხმაური მეზობლებმა გაიგეს და ისტერიკაში მყოფი ბავშვი ლიფტის კაბინიდან გამოიყვანეს. ამასობაში უცნობმა მამაკაცმა გაქცევა შეძლო. ასათიანის თქმით, ეს იყო მისი ბავშვობის ყველაზე დიდი შოკი.

ყველა ახალი ამბავი
0