ჟორჟოლიანი: ყოფილა შემთხვევები ჩემთვის პიჯაკში დამალული ყვავილები მოუტანია

© FB / Nanuka Zhorzholiani's Showნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პირველი ქორწინების შესახებ საუბრობს.
ჟორჟოლიანი: ყოფილა შემთხვევი ჩემთვის პიჯაკში დამალული ყვავილები მოუტანია

„როდესაც მარიამის მამას გავყევი, ვიყავი ერთი უპრეტენზიო გოგო, რომელიც კარგ სადილებს აკეთებდა, პერანგებს საკუთარი ხელით ურეცხავდა მეუღლეს. პატარა გავთხოვდი, ამიტომ მივეჩვიე პასუხისმგებლობის აღებას. ერთ დღესაც მარიამის მამა წავიდა და მითხრა, რომ ჩემზე კარგი ადამიანი არსებობდა“, — ამბობს ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტის თქმით, ეს ყველაფერი დაეხმარა იმაში, რომ ეყიდა სხვა სუნამო, ტანსაცმელი სხვანაირად ჩაეცვა, წონა მოეკლო, მაკიაჟის გაკეთება დაეწყო და სხვა ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. ნანუკას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ მეუღლეს მისთვის პიჯაკში დამალული იები მიურთმევია, უმღერია მის ფანჯარასთან, შორიდან უყვირია, რომ უყვარს, მათი ოჯახი მაინც დაინგრა.

ყველა ახალი ამბავი
0