რამ განაპირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდა

© Photo: Courtesy of Vepkhia Giorgadzeვეფხია გიორგაძე
ვეფხია გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა საგადასახადო სისტემაში "ესტონური მოდელის" შემოღებამ განაპირობა, მიაჩნია ეკონომისტ ვეფხია გიორგაძეს.
რამ განაპირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდა

„2017 წლის მაჩვენებელში რეინვესტირების ოდენობამ 38.2% შეადგინა, რაც 2013, 2014, 2015, 2016 წლების მაჩვენებლებზე დაახლოებით 2-2.5-ჯერ მეტია. ზრდა გამოწვეულია 2017 წლის 1 იანვრიდან "ესტონური მოდელის" შემოღებით, რომელიც მეწარმეს რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს", – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ყველა ახალი ამბავი
0