ზურებიანი: წარმომადგენლები იყვნენ მოსული, გადაუღეს ფოტოები, რომ ნამდვილად იქ მომყავს

© photo: Sputnik / Meri Bliadzeფიქრია ზურებიანი
ფიქრია ზურებიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეწარმე ფიქრია ზურებიანი საუბრობს, როგორ დაიწყო სუნელის წარმოება.
ზურებიანი: წარმომადგენლები იყვნენ მოსული, გადაუღეს ფოტოები, რომ ნამდვილად იქ მომყავს

— „სვანეთში დავთესე სხვადასხვა მცენარე. მონაწილეობა მივიღე პროექტში „აწარმოე საქართველოში“ და დამაფინანსეს. მიღებული თანხით ვიყიდე საჭირო ინვენტარი. ყველაფერი სვანეთში მომყავს. წარმომადგენლები იყვნენ მოსული, გადაუღეს ფოტოები, რომ ნამდვილად იქ მომყავს და დამაფინანსეს. ტრენინგებიც გავიარე. ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ, ძალიან დამეხმარნენ“, — ამბობს ზურებიანი.

ქალბატონი ფიქრია სუნელებს ძირძველი, მამაპაპური სვანური მეთოდით ამზადებს, რომელიც დედამ ასწავლა, მას თავისმა დედამ და ა.შ. აკეთებს სვანურ მარილს, ხარჩოს, ლობიოს სუნელს და სხვა მრავალს. სუნელების გარდა აკეთებს სხვადასხვა შემადგენლობის აჯიკას, ტყემალს და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0