ჩხეიძე: შერჩეულ გოგონებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ მსოფლიოს მოდის სახლებთან

© photo: Tako Chkheidze / FBთაკო ჩხეიძე
თაკო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი თაკო ჩხეიძე საუბრობს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი, რომ წარმატებას მიაღწიოს ამ სფეროში.
ჩხეიძე: შერჩეულ გოგონებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ მსოფლიოს მოდის სახლებთან

„პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარეგნობას. დღევანდელ დღეს ცოტა შეიცვალა პარამეტრები და ეძებენ ინდივიდუალური გარეგნობის გოგონებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე შინაგან სამყაროს“, — განაცხადა ჩხეიძემ.

მოდელის განცხადებით, სამოდელო სააგენტო Brave Models Management-ისთვის ის ახალ სახეებს ეძებს საქართველოში. 14 ივნისს 14:00 საათზე „ჯეომოდელსში“ კასტინგი გაიმართება, რომელსაც „Brave“-ს გენერალური დირექტორი, ბრუნო პაულეტა დაესწრება.  მოწონების შემთხვევაში, შერჩეულ გოგონებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებთან.

ყველა ახალი ამბავი
0