21:51 23 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
ლევან კალანდაძე
© FB/ Levan Kalandadze

კალანდაძე: საქართველოში ტურისტების მომსახურება დაბალ დონეზეა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
18 0 0

ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ერთხელ ჩამოსულ ტურისტს ქვეყნის მონახულების სურვილი მეორედაც გაუჩნდეს, აღნიშნა ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

„საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალ დონეზეა ის სერვისები, რომლებიც ტურისტებს მიეწოდებათ. ამიტომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე უნდა იზრუნოს, არამედ  ჩამოაყალიბოს ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება ტურისტულ ინდუსტრიას სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში“, — მიაჩნია ლევან კალანდაძეს.

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, 2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მთავარი თემები