რა ხდება ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში?

© FB/ Andria Gvidianiანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის დევალვაცია წმინდა წყლის სპეკულაციაა, რომელსაც კომერციული ბანკები მიმართავენ, მიაჩნია ეკონომისტ ანდრია გვიდიანს
რა ხდება ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში?

„ჩვენ არ ვიცით რა ხდება ბლუმბერგის სავაჭრო  სიტემაში და არც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ვალუტის შეძენის წლიური მონაცემები იძლევა რამეს,  რადგან ერთი წლის სტატისტიკის ჭრილში ძნელია დაინახო  სპეკულაციის ნიშნები“ — აღნიშნა ანდრია გვიდიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში

საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა ბლუმბერგის სავაჭრო სისტემასთან დაკავშირებით,  ბოლო დროს გავრცელებულ მოსაზრებებზე განმარტება გააკეთა  და საზოგადოებას ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემები გააცნო.

სებ-ის განცხადებით, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანასური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ბლუმბერგის სისტემას საქართველოში 24 ორგანიზაცია იყენებს, რომელთაგან უცხოური ვალუტით აქტიურად ვაჭრობს 16 კომერციული ბანკი და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ამ ფინანსური ინსტიტუტების ვაჭრობის აქტიურობას მათი კლიენტების მიერ გაცემული ყიდვა-გაყიდვის დავალებები განაპირობებს.

ყველა ახალი ამბავი
0