მაკა ჩიჩუა: თემოს უნდა შეეძინოს ძმა და ვაპირებ „თემოს ძმა“ დავარქვა

© FB/ Maka Chichuaმაკა ჩიჩუა და თემო
მაკა ჩიჩუა და თემო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველმა ლედიმ გადაცემა „იმედის დღეში“ საკუთარ ფეხმძიმობაზე ისაუბრა
მაკა ჩიჩუა: თემოს უნდა შეეძინოს ძმა და ვაპირებ, ამ საყვარელ ბავშვს „თემოს ძმა“ დავარქვა

„ჩემი აზრით 35 წლის მერე უნდა იფიქროს ქალმა შვილის გაჩენა. მე ბევრად გამიმარტივდა ვიდრე წინა ორსულობები. ძალიან გვიან გავიგე ამ ორსულობის შესახებ. თემოზე ბევრად უფრო გაფაციცებული ვიყავი. ახლა მას უნდა შეეძინოს ძმა და ვაპირებ, ამ საყვარელ ბავშვს „თემოს ძმა“ დავარქვა“, ამბობს ჩიჩუა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  და მხატვარმა, ვიზაჟისტმა და მსახიობმა მაკა ჩიჩუამ ურთიერთობებს ოფიციალური სახე 2014 წლის სექტემბერში მისცეს. 2015 წლის 2 თებერვალს მათ ვაჟი თემო შეეძინათ. მარგველაშვილს პირველი ქორწინებიდან  ჰყავს ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, ხოლო პირველ ლედის — მაშო ჩიჩუა.

ყველა ახალი ამბავი
0