პეტრიაშვილი: პროცესი ნელა მიმდინარეობდა და საბოლოოდ მთლიანად დავკარგე მხედველობა

© FB / Gio Petriashviliგიორგი პეტრიაშვილი
გიორგი პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შშმ სპორტსმენი გიორგი პეტრიაშვილი საუბრობს, როგორ დაკარგა მხედველობა
პეტრიაშვილი: პროცესი ნელა მიმდინარეობდა და საბოლოოდ მთლიანად დავკარგე მხედველობა

„დაახლოებით 22 წლის ვიყავი, დილით გავიღვიძე და მარცხენა თვალიდან ვეღარ ვხედავდი. მქონდა სისხლჩაქცევები, დამისკდა კაპილარები. მეორე დღეს გამიარა და აღარ მივაქციე ყურადღება.  დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ დამეწყო ტკივილები. პროცესი ნელ-ნლა მიმდინარეობდა და საბოლოოდ მთლიანად დავკარგე მხედველობა. მარცხენა თვალი პროტეზი მაქვს, მარჯვენა თვალში ბადურაა  ჩამოშლილი და ატროფია მაქვს“,  — ამბობს პეტრიაშვილი.

გიორგი პეტრიაშვილი 35 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ მან 24 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა, ხელი არასოდეს ჩაუქნევია, პირიქით ადვილად შეეგუა ყველაფერს და ცხოვრებას სხვა თვალის შეხედა. დღეს გიორგი საქართველოს უსინათლოთა ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთს თამაშობს.  ყავს ლაბრადორის ლეკვი, რომელიც უნდა, რომ სპეციალურად უსინათლოს გამყოლად გაწრთვნას.

ყველა ახალი ამბავი
0