გიორგაძე: საბოლოო სტრუქტურაზე უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმიხეილ გიორგაძე
მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტის სამინისტროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობენ და მათი გამოცდილების დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, განუცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია Imed-ს.
გიორგაძე: საბოლოო სტრუქტურაზე უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით

„დარწმუნებული ვარ რომ ის გუნდი, რომელიც დღეს არსებობს სპორტის სამინისტროში ძალიან ორგანულად უნდა შეერწყას იმ გუნდს, რომელიც კულტურის სამინისტროში არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შერწყმა უმტკივნეულოდ ჩაივლის“ —აღნიშნა  მიხეილ გიორგაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გაუქმებისა და მისი ფუნქციების სხვა უწყებებში გადანაწილების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი შეუერთდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო სპორტის კომპონენტი — კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.კულტურის განახლებულ სამინისტროს მოქმედი მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები და საკადრო გადაადგილებები დააანონსა. ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.

ყველა ახალი ამბავი
0