ჭარაია: ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპებით „ვერ გავფრინდებით"

© FB/ Vakhtang Charaiaვახტანგ ჭარაია
ვახტანგ ჭარაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
4.5% ზრდა საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ სუსტი შედეგია, მიაჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას.
ჭარაია: ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპებით „ვერ გავფრინდებით"

„ის, რომ საქართველოში მეზობელ ქვეყნებზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ჩვენთვის მიღწევა არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ეკონომიკურად ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები არიან და მათ განვითარების ბევრად მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე საქართველოს“, — აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი პროგნოზით, 2018 წელს საქართველოში 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. პროგნოზების მიხედვით, საქართველო უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0