ბაირახტარი: რა ეღირება ერთი დოლარი, ეკონომიკისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა ეღირება ერთი დოლარი, ეკონომიკისთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, აქ მთავარი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაა, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს.
ბაირახტარი: რა ეღირება ერთი დოლარი ეკონომიკისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია

„ზაფხულში, როდესაც ლარის გამყარების ტენდენცია მიდიოდა, ეროვნულმა ბანკმა დოლარის მასა ამოიღო ბაზრიდან, ამით ბანკმა, ერთი მხრივ, შეავსო თავისი რეზერვები, რომლებიც წინა პერიოდში ჰქონდა გახარჯული ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეუშალა ეროვნული ვალუტის გამყარებას და მოახდინა ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება“, — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

სპეციალისტი ამბობს, რომ მიესალმება ამ ფაქტს, რადგან ეროვნული ვალუტის ერთ კვარტალში გამყარებას და მეორე კვარტალში გაუფასურებას ყოველთვის მისი სტაბილურობა ჯობს.

ყველა ახალი ამბავი
0