კოლელიშვილი: ასეთ მდგომარეობაში დამხვდა გარდაცვლილი ლიკა ქავჟარაძე ოთახში

© courtesy of Symphony Of The Truthზაზა კოლელიშვილი
ზაზა კოლელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი იხსენებს, რა მდგომარეობაში იპოვეს გარდაცვლილი ლიკა ქავჟარაძე ახლობლებმა.

.

კოლელიშვილი: ასეთ მდგომარეობაში დამხვდა გარდაცვლილი ლიკა ქავჟარაძე ოთახში...

„ლიკასთან ავდიოდი, როცა ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, ლიკა გარდაიცვალაო. უკვე მის სახლთან ვიყავი, თაღში შევდიოდი. თავზარი დამეცა. რომ მივედი, მიწოლილი იყო. ასეთ მდგომარეობაში დამხვდა ოთახში ლიკა. მაგიდაზე ხახვი და კარტოფილი ჰქონდა დაჭრილი, ეტყობა, კერძს ამზადებდა და შეუძლოდ გახდა“, – ამბობს ზაზა კოლელიშვილი.

ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, საღამოს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1973 წელს თბილისის კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი დაამთავრა.

სამსახიობო კარიერა 1972 წელს დაიწყო, როცა იგი კინოსტუდია „ქართულ ფილმში" მიიწვიეს.

ყველაზე დიდი წარმატება ლიკა ქავჟარაძეს მოუტანა თენგიზ აბულაძის ფილმმა „ნატვრის ხე", რომელშიც მარიტას როლი შეასრულა.

მსახიობს 20-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის: „მხოლოდ ერთხელ" (1994), „ჩაკლული სული" (ნატო წერეთელი, 1994), „ოქროს ობობა" (ელა, 1992), „სპირალი" (ლია რამიშვილი, 1990), „პეპელა" (გოგონა, 1977), „კავკასიური რომანსი" (მარჯანი, 1975), „სიყვარული, ივერია და…" (1975) და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0