08:16 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გობელენზე შესრულებული ნახატი
© FB/ Social Enterprise Tusheti

მედეა იმერლიშვილი: ეს არის ძალიან სასიამოვნო, საოცარი პროცესი

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
16 0 0

ფილოლოგი, ჟურნალისტი და ხელოვანი მედეა იმერლიშვილი საუბრობს, როგორ იქსოვება გობელენი

„ეს არის სასიამოვნო, საოცარი პროცესი. ჩარჩოზე არის დაჭედებული ლურსმნები. ლურსმნებს შორის არის თანაბარი დაშორება. თავდაპირველად უნდა გაიქსელოს ძაფი, ეს არის სპეციალური სელის ან დაგრეხილი ბამბის საქსელი ძაფი. იქსელება ეს ძაფი და ამის შემდეგ სპეციალური ზედა და ქვედა გამყოფით იყოფა ერთმანეთისგან ორ წყებად — წინა წყებად და უკანა წყებად. ამაგრებ მთავარ ძაფს, ფონის ფერს და იწყებ ქსოვას“, ამბობს იმერლიშვილი.

მედეა იმერლიშვილის ცხოვრებაში მთავარი ადგილი ხელოვნებას უკავია. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა. პროფესიით ფილოლოგია, დაინტერესებული იყო ხევსურეთის, ფშავის და ზოგადად მთის ყოფით. წლებია ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს. დღესდღეობით საზოგადოებრივ რადიოში გადაცემა „უფლება და თავისუფლების“ წამყვანია.

მთავარი თემები