დიანა ღურწკაია: სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ქართველი ხალხი არ მავიწყდება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიდიანა ღურწკაია
დიანა ღურწკაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მომცა, განაცხადა რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა დიანა ღურწკაიამ „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას
დიანა ღურწკაია: სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ქართველი ხალხი არ მავიწყდება

„მინდა მადლობა ვუთხრა იმ სკოლას, სადაც მე გავიზარდე და რომელმაც ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ დღეს თქვენს წინაშე ასეთი ბედნიერი და ლაღი ვიყო. მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მე მან მომცა. სადაც არ უნდა ვიყო, მე არასდროს მავიწყდება ჩემი ქართველი ხალხი, ძალიან მიყვარხართ და მენტარებით“- აღნიშნა დიანა ღურწკაიამ.

მომღერალმა საქართველოში მცხოვრებ უსინათლოებს მიმართა და აღნიშნა რომ თანადგომა ყველას სჭირდება და ის რომ მარტო ყოფილიყო, ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ  მიაღწევდა. ამიტომ თუ რაღაც შეუძლია, მთელი სულით და გულით მათთან არის.

2017 წლის 12 ოქტომბერს „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზის სცენაზე უკვე მერვედ ჩატარდება ყოველწლიური საქველმოქმედო ფესტივალი „თეთრი ხელჯოხი“, ფესტივალი უსინათლოების მიმართ სოლიდარობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც 15 ოქტომბერს აღინიშნება.

პროქტის მიზანია ხელოვნების საშუალებით მხედველობის სერიოზული დარღვევის მქონე ბავშვების საზოგადოებაში სოციალური ადაპტაცია და ინტეგრაციაა. ეს შემოქმედებითი პროქტი დიანა ღურწკაიას და მისი უსინათლო და მხედველობა დაქვეითებული ბავშვების დახმარების  ფონდის „გულის ძახილით“ მიერ არის შექმნილი.

ყველა ახალი ამბავი
0