„მინდა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ ყველა, რომ ისეთ სახელმწიფი დაწესებულებაში, როგორიცაა საბავშვო ბაღი, ნაკლებად ხდებოდეს ასეთი შემთხვევები. ბავშვები ასე მარტივად არ უნდა ვარდებოდნენ ფანჯრიდან“, – ამბობს მაკა ჩიჩუა.
სამი წლის აღსაზრდელი ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან 25 სექტემბერს გადმოვარდა. ბავშვი ქალა-ტვინის ტრავმითა და გულ-მკერდის ტრავმით მოათავსეს კლინიკაში, სადაც ამ დრომდე გადის მკურნალობის კურსს. დღეს იგი მაკა ჩიჩუამ მოინახულა. კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა გოჩა ინგოროყვამ მას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.