რა საკითხებზე ისაუბრებენ პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა

© FB/ Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა
ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ
რა საკითხებზე ისაუბრებენ პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა

„მოლაპარაკება, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმებით. აქ საუბარია ბონუსის გაუქმებაზე და საუბარია ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში."- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს დღეს შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0