05:49 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ლარი
© Sputnik/ Александр Имедашвили

აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებით დაინტერესდა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
10 0 0

აუდიტის სამსახურმა შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია 100-ზე მეტი შემომწირველი პირის შესახებ გამოითხოვა, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ლომჯარიამ.

„მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ 14 ფიზიკური პირი დავიბარეთ. აქედან ექვსი არის „ევროპული საქართველოს“, ხოლო რვა – „ქართული ოცნების“ შემომწირველი, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები“, — განუცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალიტებს.

აუდიტის სამსახურმა სამოქალაქო სექტორს პოლიტიკური პარტიების ფინანსებისა და შემოწირულობების მონიტორინგის შედეგები გააცნო. 

აუდიტის სამსახურის ცნობით, 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით „ქართული ოცნების" შემოწირულობამ 7 343 ათასი ლარი შეადგინა. შემოწირულობის სახით 323 675 ლარი მიიღო „ევროპულმა საქართველომ", „პატრიოტთა ალიანსმა“ – 15 600 ლარი, „პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა“ – 15 300 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 12 204 ლარი, „ეროვნულმა ფორუმმა“ – 9 215 ლარი, "ნაციონალურმა მოძრაობამ” – 5 432 ლარი.

მთავარი თემები