ნარმანია: თბილისში ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა

© Sputnik / Alexander Imedashviliდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რათა პროგრესული და საცხოვრებლად ჯანსაღი ქალაქი ყოფილიყო, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ნარმანია: თბილისში ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა

„ახალი ავტობუსების პროექტი, განახლებული აღმაშენებლის გამზირი, ახალი გზები, ახალი გენერალური გეგმა, ენერგოეფექტური საბავშვო ბაღები და ძალიან ბევრი სხვა პროექტი არის მყარი საფუძველი იმისა, რომ თბილისი განვითარდეს როგორც პროგრესული ქალაქი“, — განუცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.

თბილისის მერმა თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ორდღიანი ფორუმი თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას 100-მდე საერთაშორისო მომხსენებელი იღებს.

ყველა ახალი ამბავი
0