მამა სერაფიმე: მამა გაბრიელს ვთხოვე მეუღლე გადამირჩინე და მონასტერში წავალ-მეთქი

© SPUTNIK/ DENIS ASLANOVსქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბიტ-ხარიბი
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბიტ-ხარიბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამა სერაფიმ ბით-ხარიბი იხსენებს, როგორ მიიღო ბერად აღკვეცის გადაწყვეტილება.
მამა სერაფიმე: მამა გაბრიელს ვთხოვე მეუღლე გადამირჩინე და მონასტერში წავალ-თქო

„ჩემი მეუღლე ისე მძიმედ იყო ავად, რომ პრაქტიკულად კვდებოდა. ისტერიკაში ვვარდებოდი, როცა ვფიქრობდი, რომ მას დავკარგავდი. მოვკიდე ხელი და წავიყვანე მამა გაბრიელის საფლავზე. მაშინ შევთხოვე მამა გაბრიელს, ოღონდ ეს გადამირჩინე და თუ ჩემი სიცოცხლე საჭირო იქნება მონაზვნობაში მე წავალ მონასტერში“, ამბობს მამა სერაფიმე.

მამა სერაფიმეს თქმით, მისი მეუღლე გადარჩა, მაგრამ იგი მონასტერში არ წასულა. დროთა განმავლობაში ხვდებოდა, რომ უფალი მას ნიშანს უგზავნიდა, იყო ბევრი სირთულე, გამოცდა. ამიტომ ერთ დღესაც მამა სერაფიმემ მოიკრიბა გამბედაობა და მონასტერში წავიდა. ის დღემდე პირნათლად ემსახურება უფალს.

ყველა ახალი ამბავი
0