ხუციშვილი: შიგნიდან ყველაფერი მტკიოდა, მეწვოდა და ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებდი

© courtesy of Kate Khutsishviliქეთი ხუციშვილი
ქეთი ხუციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ქეთი ხუციშვილი მის ცხოვრებაში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს.
ხუციშვილი: შიგნიდან ყველაფერი მტკიოდა და ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებდი

„2008 წლის 2 იანვარს ჩემი უმცროსი და საკუთარი ქორწილის დღეს ავტოავარიაში დაიღუპა,  სიღნაღში წავიდა საქმროსთან ერთად და გზაში დაიღუპა. საშინელი განცდა იყო. შიგნიდან ყველაფერი მტკიოდა, მეწვოდა. ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებდი“, — იხსენებს ქეთი.

ხუციშვილის თქმით, ეს მის ცხოვრებაში უმძიმესი დღეები იყო. გამუდმებით სიკვდილზე ფიქრობდა, მაგრამ ერთადერთი შვილის ხათრით თავი ხელში აიყვანა.  კონსულტაციებს  ფსიქოლოგთან გადიოდა, იღებდა დამამშვიდებელ პრეპარატებს და ნელ-ნელა დაუბრუნდა ჯანსაღ ცხოვრებას.

ყველა ახალი ამბავი
0