სამანიშვილი: წელს ყურძნის სუბსიდირება მასიური აღარ იქნება
„კერძო სექტორი ძალიან გაგებით შეხვდა ინფორმაციას, რომ 2017 წელს ყურძნის სუბსიდირება მასობრივი არ იქნება, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ ყურძენზე მოთხოვნა გაზრდილია“, — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე — 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.