ზაზა ფაჩულია: 13 წლის ასაკში სიმაღლეში 2 მეტრი ვიყავი და ფეხი თითქმის 50 ზომა მქონდა
„13 წლისა სიმაღლეში ორი მეტრი ვიყავი და ფეხი თითქმის 50 ზომა მქონდა. ერთ დღეს კლასში დირექტორმა მამაკაცი შემოიყვანა, რომელიც კალათბურთის მასწავლებელი აღმოჩდა. როცა ფეხზე ავდექი, ამ კაცს, რასაც ჰქვია, „თვალები შუბლზე აუვიდა“. ძალიან უნდოდა მასთან მევარჯიშა. ასე დაიწყო ყველაფერი“, – ამბობს ფაჩულია.
ზაზა ფაჩულიას განცხადებით, რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას და NBA-ში მოხვედრას, ამ გზაზე თურქეთი დაეხმარა.