ცინცაძე: საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება

ერთი წელი ასოცირების ხელშეკრულებიდან
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყებას რაც უფრო გადავდებთ, მით უფრო მეტ კომპრომისზე მოგვიწევს წასვლა, მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცინცძეს.
ცინცაძე: საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება

„საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ეს სადღეგრძელოებით შეხვედრა არ იქნება, ეს ხანგძლივი რთული და მტკივნეული პროცესია, რომელსაც რაც უფრო გადავდებთ, მომავალში უფრო მეტ დათმობებზე მოგვიწევს წასვლა,"- განუცხადა სოსო ცინცაძემ „Sutnik-საქარველოს".

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

ამჟამად ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები, ტრადიციულად, პრაღაში იმართება და მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განხილვას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0