12:55 28 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისი
© Sputnik / Alexander Imedashvili

კეპულაძე: გადასახადების ზრდისგან დაზღვეულები უნდა ვიყოთ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
12 0 0

ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორებს ჰქონდეთ განცდა, რომ საქართველოში დაბალი გადასახადები სტაბილურად იქნება. მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კეპულაძეს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ დაზღვეული იმისგან, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში შესაძლებელია მოვიდეს ისეთი მთავრობა, ვისაც გადასახადების გაზრდის სურვილი გაუჩნდება და თანაც ამას ისე გააკეთებს, რომ მოსახლეობას საერთოდ არ ჰკითხავს", — აღნიშნა გიორგი კეპულაძემ "Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

კონსტიტუციის 94 მუხლის გაუქმება, რომელიც მოსახლეობის თანხმობის გარეშე გადასახადების გაზრდას კრძალავს, მთავრობამ 12 წლით გადადო. საქართველოს კონსტიტუციაში 94-ე მუხლის შენარჩუნებისკენ მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მოუწოდა. თავის დროზე კონსტიტუციის ეს ნორმა და შესაბამისი კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ეკონომიკური თავისუფლების აქტის ფარგლებში მიიღეს.

მთავარი თემები