მეჭიაური: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია

© Sputnik / Levan Avlabreliთამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ურთიერთობების დარეგულირების საკუთარი ხედვის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური საუბრობს.
მეჭიაური: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია


„აქ შეკრებილი ხალხი ვთვლით, რომ გამოსავალი არის რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება. მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რა დონეზეც არ უნდა მოხდეს შეხვედრა, წავიდეს და ისაუბროს. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, თუნდაც ამ მოცემულობაში, არის აუცილებელი“, — განაცხადა მეჭიაურმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის აპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

ახალი ხელისუფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ასახელებდა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0