მამისაშვილი: ეს ნარკოტიკია, რომელსაც განსხვავებულ, საოცარ სამყაროში გადავყავარ

© თამრიკო მამისაშვილის პირადი არქივითამარ მამისაშვილი
თამარ მამისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითნასწავლი ხელოვანი თამარ მამისაშვილი საუბრობს, თუ როდის დაინტერესდა თოჯინების შექმნით და როგორ ისწავლა მათი კეთება.
მამისაშვილი: ეს ნარკოტიკია, რომელსაც განსხვავებულ, საოცარ სამყაროში გადავყავარ

„უცნაურია, მაგრამ ბავშვობაში არასდროს მიყვარდა თოჯინები გაყინული, ცივი სახით. თოჯინების გაკეთებით 3-4 თვის წინ დავინტერესდი. სულ მქონდა სურვილი, რომ რეალური სახის თოჯინა გამეკეთებინა. ეს ჩემი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნარკოტიკია, რომელსაც განსხვავებულ, საოცარ სამყაროში გადავყავარ“, — ამბობს მამისაშვილი.

ქალბატონი თამარის მიერ შექმნილი თვალებხატულა თოჯინები ცოტა სევდიანი, მაგრამ ძალიან პოზიტიური და საყვარელი არიან. ისინი ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებენ, ერთი ნახვით დაგამახსოვრებენ და შეგაყვარებენ თავს.

ყველა ახალი ამბავი
0