გვიდიანი: ექსპორტის ზრდა ბიზნეს-სექტორის მაღალი აქტივობით არის განპირობებული

© FB/ Andria Gvidianiანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ კომპანიებს ახალ ბაზრებზე გასასვლელად გზას დიდ ბაზრებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების მიმართულებით მიმდინარე მუშაობაც უხსნის, განუცხადა "Sputnik–საქართველოს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.

გვიდიანი:ექსპორტის ზრდა ქვეყანაში ბიზნეს-სექტორის მაღალი აქტივობით არის განპირობებული
„ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა ქვეყანაში ბიზნეს-სექტორის მაღალი აქტივობით არის განპირობებული. საგარეო ვაჭრობაზე დადებითად აისახა რეგიონში არსებული ეკონომიკური სიტუაციაც, რომელიც ბოლო დროს თანდათან უფრო სტაბილური ხდება და გაჯანსაღების ტენდენციები შეინიშნება", – აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 28,6%-ით (223 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 003 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10,8%-ით (287 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 2 941 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით (43 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი – 3,8%-ით (22.9 მლნ აშშ დოლარი).

ყველა ახალი ამბავი
0