ირაკლი კობახიძე: ჩვენ ძალიან დაუხვეწავ არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ ვცვლით ძალიან დაუხვეწავ, არადემოკრატიულ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი და დემოკრატიული კონსტიტუციით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ძალიან დაუხვეწავ არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით
„რეფორმას ჰქონდა ორი მთავარი ამოცანა — პირველი ამოცანის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ უნდა მოგვეყვანა კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიამ. და მეორე — ჩვენ გვინდოდა ჩამოგვეყალიბებინა ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამას ცხადყოფს ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ვენეციის კომისია კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბერში წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0