რა სარგებლობა მოაქვს მეფეს?

© Photo: Courtesy of T. Chochuaპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონარქიის ინსტიტუტის შემოღებას, გარდა მეფის მიმართ პატივისცემის მომენტისა, არც არანაირი პლუსი არა აქვს, მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

რა სარგებლობა მოაქვს მეფეს?
„იმის მოლოდინი, რომ თუ მონარქი გაჩნდება, მის მიმართ უპირობო პატივისცემის გრძნობით იქნება გამსჭვალული ყველა, ცოტა გადაჭარბებული მგონია. არანაირი სხვა პლუსი, გარდა ამ პატივისცემის მომენტისა, მონარქიის ინსტიტუტის შემოღებას ფაქტიურად არ აქვს", – განუცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik–საქართველოს“.

მმართველი პარტია აპირებს განიხილოს პატრიარქის ინიციტივა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ, ოპოზიციის ნაწილი ამის წინააღმდეგია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი მონარქიაა და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მშვიდობა მოაქვს.

ყველა ახალი ამბავი
0