05:41 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ირაკლი კობახიძე
© Sputnik / Alexander Imedashvili

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციურ მონარქიას სერიოზული პლუსები აქვს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
24 0 0

ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას თავისი სერიოზული უპირატესობები აქვს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიფიქროთ. თუ იქნება საქართველოში შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია. ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო საზოგადოების აზრი და მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი მმართველობის ამ ფორმის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების  მიღება", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის პატრიარქის თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი მონარქიაა და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მშვიდობა მოაქვს.

მთავარი თემები