05:48 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ელენე კაპანაძე
© FB/Elli Kapanadze

კაპანაძე: თავდაპირველად ჩემთვის ვკერავდი ტანსაცმელს, შემდეგ სხვებიც დაინტერესდნენ

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
710

დიზაინერი ელენე კაპანაძე საუბრობს იმაზე, როგორ შექმნა ტანსაცმლის ბრენდი ELLI — Georgian Designer და რა ტიპის სამოსს კერავს.

„დაახლოებით 7 წელია, რაც სამოსის დიზაინმა გამიტაცა. თავდაპირველად მხოლოდ ჩემთვის ვიკერავდი ტანსაცმელს, თუმცა შემდეგ სხვა ადამიანებიც დაინტერესდნენ და, აქედან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი, ჩემი გატაცება შემოსავლის წყაროდ მექცია“, – ამბობს ელენე კაპანაძე.

დიზაინერის თქმით, ამ სფეროს მიმართ დაინტერესება დედის დამსახურებით გაუჩნდა, რომელიც არაჩვეულებრივად კერავს. მისი განცხადებით, პატარაობიდან უყურებდა, როგორ ქმნიდა დედა თავისთვის სამოსს და აღტაცებული იყო ამით.

მთავარი თემები