06:54 22 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
გიორგი მარგველაშვილი
© Sputnik / Alexander Imedashvili

გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობა მკაცრდება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
13 0 0

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„ვფიქრობთ, ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია გავხდეთ მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა და ვართ კიდეც. ყოვლად მიუღებელია გარემოს დაბინძურების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს. განსაკუთრებით მძიმე სურათია ავტომაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიებზე", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ (ულიცენზიოდ) მოპოვებისა და ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლებამოსილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართლადარღვევის გამოვლენისას, ადგილზე მოახდინონ ოქმის გამოწერა, დაჯარიმება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ასევე მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც და მოხდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება.

მთავარი თემები