ბერლინში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

© FB / Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი გუნდი ვენეციის კომისიისგან კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კრიტიკულ შენიშვნებს არ ელოდება, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ბერლინში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

„რაიმე კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვენეციის კომისიისგან არ ველით, თუმცა, არის საკითხები, რომელთა გარშემო იქნება დისკუსია და, ვფიქრობთ, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი, მათ შორის, ყველა საკითხთან მიმართებით. თუმცა, თუ იქნება რაიმე კონკრეტული შენიშვნა უარყოფით კონტექსტში, ჩვენ ასეთი ცვლილების განხორციელებაზე ვამბობთ უარს. ეს წინასწარვე დავაანონსეთ“, — აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს დელეგაცია ბერლინში უკვე გაემგზავრა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტზე ბერლინში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0