მონტგომერი: ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მუზეუმში ამ ადამიანს აქვს ქართული ოთახი

© Sputnik / Denis Aslanovნათია მონტგომერი
ნათია მონტგომერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი კულინარი ნათია მონტგომერი ამერიკაში არსებულ იურული ისტორიის მუზეუმზე გვესაუბრება, სადაც ქართული ოთახიცაა მოწყობილი.
მონტგომერი: ყველაზე საინტერსო ის არის, რომ მუზეუმში ამ ადამიანს აქვს ქართული ოთახი

„ლოს-ანჯელესში შევხვდი დევიდ უილსონს, რომელმაც დააფუძნა იურული ისტორიის მუზეუმი. ეს კაცი არის 3D-ს პიონერი. ყველაზე საინტერსო ის არის, რომ მუზეუმში ამ ადამიანს აქვს ქართული ოთახი, სადაც ყოველ ნახევარ საათში 3D-ში საქართველოზე ფილმის რეტროსპექტული ჩვენება მიმდინარეობს. იქ მისულ სტუმრებს სთავაზობენ ქართულ ჩაის, ჩურჩხელას და ა.შ.“ — განაცხადა ნათია მონტგომერიმ.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება, აღნიშნა ცნობილმა კულინარმა.

ყველა ახალი ამბავი
0