ექსპერტი: თავისუფალმა ვაჭრობამ შესაძლოა იმპორტის მოცულობა გაზარდოს

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ინდოეთთან ამავე საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს.
ექსპერტი: თავისუფალმა ვაჭრობამ შესაძლოა იმპორტის მოცულობა გაზარდოს

ერთი მხრივ, ჩვენ გვეხსნება ახალი საექსპორტო ბაზრები, მაგრამ, მეორე მხრივ, არის იმპორტის ზრდის საშიშროებაც, რამაც შესაძლოა ადგილობრივ წარმოებას გარკვეული პრობლემები შეუქმნას. თუმცა, საერთო ჯამში, მოლოდინი პოზიტიურია", — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა და 788 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 13%-ით გაიზარდა და 2 303 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0