07:21 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ვეფხია გიორგაძე
© FB/ ვეფხია და ხატია გიორგაძე

ვეფხია გიორგაძე: სამინისტროების თანამშრომლების რაოდენობა უნდა შემცირდეს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
8823

სამთავრობო ქალაქის აშენებაზე მნიშვნელოვანი სამინისტროების რაოდენობის შემცირებაა, მიაჩნია ეკონიმიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ვიცე-პრეზიდენტ ვეფხია გიორგაძეს.

 

სამთავრობო ქალაქის აშენება კარგი იდეაა და მას გრძელვადიანი ეფექტი ექნება, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელი მაინც სამინისტროების რაოდენობის შემცირებაა. ჩვენთან ამ უწყებებში დასაქმებულია 300 000-ზე მეტი ადამიანი, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი, მაგალითად, შვეიცარიაში სამჯერ ნაკლებია", — განუცხადა ვეფხია გიორგაძემSputnik–საქართველოს".

 

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში 16 სამინისტრო და ორი სახელმწიფო მინისტრის აპარატია. ყველა სამთავრობო უწყება, პრაქტიკულად, ქალაქის ცენტრშია განთავსებული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება, რომელშიც საქართველოს პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება.

მთავარი თემები