არჩილ კაიკაციშვილი: ფასიანი შინაპატიმრობა დანაშაულს არ წაახალისებს

© FB/Achiko Kaikatsishviliარჩილ კაიკაციშვილი
არჩილ კაიკაციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფასიანი შინაპატიმრობა – ეს არის სერვისი, რომელსაც სახელმწიფო პატიმრობაში მყოფ პირებს სთავაზობს, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილი: ფასიანი შინაპატიმრობა დანაშაულს არ წაახალისებს

ფასიანი შინაპატიმრობა სამართლებრივი პასუხისგან გათავისუფლება კი არა, დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაა. რა შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება, ამას კანონი განსაზღვრავს. ფასიანი ხდება არჩევანის უფლება, რომლის გამოყენებაც ნაკლებ მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი“, — აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტში "პატიმრობის კოდექსში" განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ შეიძლება შინაპატიმრობის შემოღება, რომელიც ფასიანი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0