ვანო მთვრალაშვილი: „საწვავის მაღალი ფასი მის მოხმარებას მკვეთრად არ შეამცირებს"

© photo: Sputnik / Vitaliy Timkivსანავთობე ტუმბო
სანავთობე ტუმბო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებლის კლება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის მოხმარების შემცირებას არ ნიშნავს, მიაჩნია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილს.
ვანო მთვრალაშვილი: „საწვავის მაღალი ფასი მის მოხმარებას მკვეთრად არ შეამცირებს"

ავტოპარკი საქართველოში ძალიან გაზრდილია, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადი გაზრდილია, შესაბამისად, დღეს ფიქსირდება ძალიან მაღალი ფასები საწვავზე. ნავთობპროდუქტების მოხმარების მკვეთრ შემცირებას არ ველოდებით",- აღნიშნა ვანო მთვარალაშვილმა Sputnik-საქართველოსთან" საუბარში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 72,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, 2017 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა — 36,1 ათასი ტონა.

ყველა ახალი ამბავი
0