მახარაძე: როცა პოლიმერული თიხა „გავიცანი", ყველაზე ახლოს აღმოჩნდა ჩემ ბუნებასთან

© Irena Makharadzeირენა მახარაძე
ირენა მახარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელოვნებათმცოდნე ირენა მახარაძე „Sputnik–საქართველოს" მის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების შესახებ ესაუბრა. მისი ნამუშევრები ორიგინალურობით და ფერთა საოცარი შეხამებით გამოირჩევა.
მახარაძე: როცა პოლიმერული თიხა „გავიცანი“, ყველაზე ახლოს აღმოჩნდა ჩემ ბუნებასთან

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. უკვე თითქმის ოთხი წელია IrenDesign Handmade ბრენდის სახელით ვქმნი სამკაულებს. პარალელურად სამხატვრო სტუდია "არტისტში" ბავშვებს ვასწავლი", — ამბობს მახარაძე.

ირენა ხელოვნების სიყვარულს დედამ აზიარა. ხელოვნებათმცოდნე იხსენებს, თუ როგორი აღფრთოვანებული იყო, როცა ხედავდა, როგორ ქმნიდა საოცარ ნივთებს დედა და ამბობს, რომ ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია მის შემდეგ ცხოვრებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0