გაერო: საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის, შესაძლოა, 2 985 000 გახდეს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს შტაბ ბინა
გაეროს შტაბ ბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს, - განუცხადა "Sputnik საქარველოს" არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI –-ის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა თუშურაშვილმა.
გაერო: საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის, შესაძლოა, 2 985 000 გახდეს

ის, რომ ქვეყანაში პრობლემებია, ამას ხაზს უსვამს გაეროს კვლევებიც, რომელთა თანახმადაც, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვლება ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის, შესაძლოა, 2 985 000 გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადადგას და სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი რეკომენდაციებიც, რომლებიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა", — აღნიშნა გოგა თუშირიშვილმა.

IDFI —ის რეკომენდაციების თანახმად, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ახალი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება, სადაც გათვალისწინებული იქნება ოჯახის/ბავშვის დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები, მაგ: ოჯახის/ბავშვის ფინანსური დახმარების მიღების უფლება სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის გავრცელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, აღნიშნულ რეგიონში წინა მე-2 და მე-3 წლის განმავლობაში დაფიქსირდა თუ არა წლიური მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი.

ყველა ახალი ამბავი
0